“არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… დღესასწაული “ოჯახის სიწმინდე” არაფრის მომცემია…”

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ოჯახის სიწმინდის დღესთან და ქალების მიმართ ძალადობაზე, სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აზიარებს:

ეს უნდა დამეწერა, არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… აბა მე მკითხეთ, რა მომწონს, ან რა არ მომწონს…

 მოკლედ, დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება ,,ოჯახის სიწმინდე”, ,,ოჯახის სისუფთავე” თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ.. თუ არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს და რას ისახავს მიზნად მსგავსი ტიპის გამოსვლები და ღონისძიებები…

მე პირადად, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იმ დღეს მხოლოდ იმის გამო გადის, რომ ვიღაცის მიმართ აგრესია აქვს და არიქა, ჩოხის ჩაცმით დაამტკიცოს, რომ მაგარია, რომ სიწმინდეს იცავს… არადა, უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს. რომ კითხო, სიწმინდეს იცავს..
ღმერთს არ სჭირდება ძალადობრივი სიწმინდე… ან რა სიწმინდეში ხარ, თუ საკუთარი ხელი, სული თუ სამოსი ადამიანის სისხლში გასვარე…

სხვას არ უნდა დაუმტკიცო, რომ სიწმინდის დასაცავად იბრძვი, შენ თავს უმტკიცე და შენი სისუსტეების წინააღმდეგ იბრძოლე, თორემ ხომ კარგად ხედავთ, ვითომ ყველაფერს ვზეიმობთ და განსაცდელები მაინც არ მთავრდება. პირიქით, ყოველდღიურად უარესები ხდება…
იქნებ დავფიქრდეთ მაინც, რატომ ხდება ასე…. იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ…“, – წერს სასულიერო პირი.

ასევე იხილეთ