“მე მიმაჩნია, რომ გმირობას მრავალი სახე აქვს”

მომღერალი, თემო საჯაია სოციალურ ქსელში “ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის გმირია.

კვარაზე ვიღაცამ დაწერა, გმირი არ არისო!

კარგად თამაშობს და მაგ საქმეში ფულს იღებსო!
მე მიმაჩნია, რომ გმირობას მრავალი სახე აქვს. მე მადლობა მინდა ვუთხრა, ამ პატარა, ოქროს ბიჭს,  რომელმაც ამდენი ხნის ჩამქრალი საფეხბურთო სიამაყე და სული დაგვიბრუნა, რომელმაც შესძლო, რომ დღეს მთელი ერი ფეხბურთით ვცხოვრობთ, განურჩევლად იმისა, ვინ გულშემარკივარია და ვინ არა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროის გმირია, საოცარი ბიჭი, რომელიც კიდევ დიდხნს არ მოგვაკლებს სიამაყის გრძნობას!
გმადლობთ ოქროს ბიჭო!”, – წერს საჯაია.

ასევე იხილეთ