“რას ელოდით, ფართუკის შიდა ჯიბიდან ჩირს ამოიღებდა და დაარიგებდა?!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციას ეხმაურება და წერს.

„არა, მაინც რას ელოდით, ფართუკის შიდა ჯიბიდან ჩირს ამოიღებდა და დაარიგებდა?!
 ბაბო გამიბრაზეს!“ – წერს მძინარაშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა ასე მიმართა: “აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყვნენ ისინი 2007-ში? ან მიშას შტაბში იყვნენ, ან “ქართუ ბანკში” მოკალათებული”.

 

ასევე იხილეთ