“წმინდანად შერაცხულ ილიას ბანქოს თამაში რომ უყვარდა და ლამის ლუდომანი იყო, ეგ ხომ სულ გადარევთ”

1,242

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქოცები ყოველ ჯერზე შოკისმომგვრელ ამბებს იგებენ. ერეკლე ძლივს გადახარშეს და ახლა რა აღმოჩნდა – აქამდე არ ცოდნიათ, რომ აკაკი მექალთანე იყო

 ვანო მაჩაბლისა და აკაკის ისტორიას არ მოჰკრან ყური, თორემ მთლად შეირყევიან ჭკუიდან

წმინდანად შერაცხულ ილიას ბანქოს თამაში რომ უყვარდა და ლამის ლუდომანი იყო, ეგ ხომ სულ გადარევთ

აკაკი და ილია რომ ერთმანეთთან მთლად ვერ იყვნენ კარგად, ეგეც უნდა დავმალოთ, თორემ რამე შარს გადავეყრებით

რა დავაშავეთ, ხალხო. რა უწიგნურები მართავენ ქვეყანას და აგიჟებენ თავიანთ მხარდამჭერებსაც. ლიტერატურაში მართლა რამე რომ წაიკითხონ, კულტურული შოკი ექნებათ. ვინ არიან, კაცო, ეს რეგვენები”, – წერს ჟურნალისტი.