დიზაინერი, მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილს დახვეწილი გემოვნება აქვს და მისი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი ლუქები დიდ მოწონებას იმსახურებს. მოდელი თითქმის ყველაფერს იხდენს და მისაბაძიც კია მისი სტილი.
ახლახან სალომე ღვინიაშვილი ულამაზეს შავ კომბინეზონში გამოჩნდა, რომლის შეჭრილი თეძოები ქალურ ფორმებს გამოკვეთს, ქამარი კი მდიდრულ ელფერს მატებს. მოდელი შავ სამოსში ელეგანტურად გამოიყურება. მისმა ფოტოებმა გამომწერებისგან მოწონება და კომპლიმენტები დაიმსახურა.