ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ წამყვანი აღარ იქნება. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემაში ისაუბრა და განმარტა, რომ „ეს მისთვის დიდი დანაკლისი იქნება“.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე რა უნდა ვთქვა… მართლა ვნერვიულობ, ცოტა გამეფანტა სათქმელი, მაპატიებთ თქვენც და მაყურებელიც იმედი მაქვს, ვტოვებ „ჩვენს ოჯახს“… მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ოჯახს არ ვტოვებ, ვრჩები ჩვენი დიდი ოჯახის წევრად და თქვენ გულშემატკივრად, იმედი მაქვს ხშირ სტუმრად, იმიტომ რომ ამით უნდა ავინაზღაურო ის დანაკლისი, რომელიც მექნება აქედან წასვლით“, – განაცხადა ნუცა ქავთარაძემ.