“ძალიან მაგარი ამბავი: თბილისში მალე “ბუკინისტების ქუჩა” გვექნება”

215

“თბილისში მალე “ბუკინისტების ქუჩა” გვექნება,” – აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით შესრულდება.

“ძალიან მაგარი ამბავი: თბილისში მალე “ბუკინისტების ქუჩა” გვექნება. თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ტაბიძის ქუჩისკენ, გაიმართება ეს საქმე. სივრცე უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის.

პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკისა, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით შესრულდება და ჩამოდი წიგნებში ერქმევა,” – წერს გიორგი კეკელიძე.