“ყველაფერზე წამსვლელი ვარ ჩემი მიზნების შესასრულებლად”

359

– ვინ არის კესარია აბრამიძე?

– კესარია აბრამიძე არის დიდი რევოლუციონერი ქალი და თავისუფლების სიმბოლო (იცინის).

– ბოლოს რა მოიტყუე?

– კონკრეტულად მიჭირს გახსენება, იშვიათად ვიტყუები. ძალიან პირდაპირი ვარ და თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, არ მიყვარს ტყუილის თქმა. მაგალითად, ბიჭისთვის მომიტყუებია, რომ ორსულად ვარ. მაინტერესებდა მისი ემოციები, დავტესტე. ოღონდ იმდენად დამაჯერებლად მოვიტყუე, რომ ტიპი გამოშტერდა, მართლა დაიჯერა (იცინის). ანუ, თუ მოვინდომე, დამაჯერებლად გამომდის. საერთოდ, რასაც მოვინდომებ, ყველაფერი კარგად გამომდის (იცინის).

– ბოლოს როდის იტირე და რატომ?

– ბოლოს, პირადი ურთიერთობის გამო ვიტირე. რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ამატირა. ძალიან გულჩვილი ვარ, ხშირად ვტირი. ფილმებზეც მეტირება, საყვარელმა ადამიანმა რომ მომატყუოს, შეიძლება, ვიტირო.

– ტირილს რომ მორჩები, მერე როგორია შენი რეაქცია?

– უი, ჩემს მტერს. აფექტურ მდგომარეობაში ძალიან საშიში ვარ (იცინის). თუ ავფეთქდი, ვერავინ და ვერაფერი ვეღარ მაწყნარებს.

– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში ფული მოიგო?

– ჩემს რამდენიმე ოცნებას შევისრულებდი, რომელსაც ბევრი ფული სჭირდება. მე არ მაქვს რაღაც მინიმალური ოცნებები. ყველაფერზე წამსვლელი ვარ ჩემი მიზნების შესასრულებლად. შეიძლება, რაღაც წესები დავარღვიე, არასწორად გავაკეთე, მაგრამ ის მივიღე, რაც მინდოდა. თუ რაღაც ძალიან მინდა, წესების დარღვევაც შეიძლება.

ბევრი ფული რომ მოვიგო, აუცილებლად დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. ძალიან ლამაზ თავშესაფარს ავაშენებდი, სადაც მოხუცები თავს ისე იგრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. მგონია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ძალიან ცუდი ადამიანები ფიქრობენ. სხვა ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– შენი ყველაზე ცუდი საქციელი?

– ბევრია (იცინის). არაერთხელ გამიკეთებია რაღაც ისეთი, რაც მერე მინანია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ბათუმის ბულვარში გოგო ვათრიე თმით. კლუბიდან მოვდიოდი და ბულვარში შემხვდა. რეპლიკებს ისროდა ჩემ მიმართ და მოთმინება დამაკარგვინა. კამერით ელაპარაკებოდა ვიღაც ბიჭს და ჩემი თავი დაანახვა. იმ ბიჭმა კომპლიმენტები თქვა ჩემზე, მგონი, ეს გოგო დაიბოღმა და რაღაც არასასიამოვნო რეპლიკების კეთება დაიწყო.

– ბათუმის ბულვარში წელსაც შოკში იყო ხალხი, საცურაო კოსტიუმით რომ მოდიოდი.

– მე არ მაქვს კომპლექსები. მერე რა ზღვიდან ამოვედი სტრინგით და ლიფით. ზღვაზე ტანგით და ლიფით მივდიოდი ყოველთვის. შოკი იყო ხალხისთვის. საზღვაო ქალაქია და რატომ უნდა გქონდეს ასეთი რეაქცია, არ მესმის. საზღვაო ქალაქში ბიჭები თუ დადიან მხოლოდ ტრუსებით და ამაზე არავის აქვს რეაქცია, გოგოს ტანგა რატომ უნდა უკვირდეთ?!

– რას იზამ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რომ შენი ბიჭი მოსწონს?

– ჩემი საუკეთესო მეგობარი მაგას არასდროს მეტყვის. მე არ მყავს ასეთი მეგობრები. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებთანაც ბევრი წელია, ვმეგობრობ. გუშინ არცერთი არ გამიცნია და გამორიცხულია ასეთი რამ. მოგზაურობისას ერთადაც გვიძინია მე, ჩემს დაქალსა და ჩემს ქმარს. მე ზღვაზე წავსულვარ და ამათ ერთად ეძინათ. თუმცა, მსგავსი ფიქრი თავში აზრადაც არ გამივლია, რადგან ვიცი, როგორი მეგობრებიც მყავს.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდა…

– მეგობრის ქმრისგან ვიგრძენი გაპრანჭვა და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. თუმცა ეს გოგო ისეთი ახლო დაქალი არ იყო, როგორ მეგობრებზეც ვისაუბრე. როცა ვიგრძენი, რომ მისი ქმარი მეპრანჭებოდა, საერთოდ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა ორივესთან. ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია მეგობრის კაცთან ზედმეტი სიახლოვე. დაქალის შეყვარებულთან თუ ქმართან ურთიერთობისას ვიძაბები. მგონია, რომ ცოტა დისტანცია საჭიროა. ზოგადად, ამის გამო წყვილებთან ურთიერთობა დიდად არ მიყვარს, თუ ბიჭიც ჩემი დიდი ხნის მეგობარი არ არის.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი და დაუნდობელი ხშირად ვარ (იცინის). როცა უსამართლობას ვხედავ, როცა მე მექცევიან უსამართლოდ, მშვიდად ვერ ვხვდები. ქუჩაში გოგოსა და ბიჭის კონფლიქტს შევსწრებივარ და ჩავრეულვარ და რა თქმა უნდა, გოგოს პოზიცია დამიცავს.

– ბოლოს, რა მოისმინე შენ შესახებ, როგორც კარგი, ისე ცუდი?

– მეგობარმა დამირეკა, გავიგე, დედოფალი გარდაიცვალა და ხომ კარგად ხარო? ასეთი ჭორი გაავრცელეს ჩემზე (იცინის). ცოცხალი ვარ, არაჩვეულებრივად ვარ (იცინის). ქება ხშირად მესმის, ყოველდღე, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაქებენ. ცუდი არ ვიცი, ლაივში არავის გავულანძღივარ, უფრო – სოციალურ ქსელში. ყველამ იცის, რომ გიჟი ვარ და ჩემთან ზედმეტები არ შეიძლება (იცინის).

– რისი კეთება გსიამოვნებს ყველაზე მეტად და პირიქით?

– თუ კეთებაზეა საქმე, ყველაფერზე მეტად ფულის კეთება მსიამოვნებს (იცინის). არ მსიამოვნებს, როცა რაღაც გეგმას უნდა მიყვე ან ვიღაცას უნდა დაექვემდებარო. გაწერილი გრაფიკი, რეჟიმი და ვალდებულებები არ არის ჩემი, ამას ჭკუიდან გადავყავარ. არ ვიცი, დილით რა ხასიათზე გავიღვიძებ, ამიტომ ძალიან ბევრ გადაღებაზე ვამბობ უარს. არ მიყვარს თავის შეწუხება. მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის შეიძლება, შევიწუხო თავი. შრომისმოყვარე ტიპი არ ვარ. ფულის კეთება კი მიყვარს, მაგრამ შრომა – არა (იცინის). თუმცა, კარგი შემოსავლისთვის აუცილებელი არ არის შრომით თავი მოიკლა, როცა უკვე შენი ნიშა გაქვს. აბა, რისთვის ვიშრომე წლები? უამრავი კომპანიაა, რომელსაც უნდა, რეკლამა გავუკეთო, თუმცა, ზოგჯერ ეგეც მეზარება.

– რომ გაიგო, მეგობარს ბიჭი ღალატობს, როგორ მოიქცეოდი?

– ღალატობდა მეგობარს ქმარი, გავიგე, ავდექი და თვითონ ქმარს ვუთხარი. თან, ვუთხარი ისე, რომ ცოლზე უარეს დღეში მე ჩავაგდე. შენს ცოლს არ ვეუბნები, ოჯახს არ დაგინგრევ, მაგრამ გამოფხიზლდი-მეთქი. ისე დაველაპარაკე, რომ მიხვდა, თუ ასე გააგრძელებდა, ცუდ შედეგამდე მივიდოდა. მიხვდა, რომ რაღაცები უნდა შეეცვალა. თვითონ მეგობარს რომ უთხრა, ხშირ შემთხვევაში არ დაიჯერებენ და შენ გამოხვალ ცუდი. ბევრმა ქალმა იცის, რომ ქმარი ღალატობს და ბავშვებისა და ოჯახის გამო თვალს ხუჭავენ. ამიტომ, ჩავთვალე, რომ ასე უფრო მოგვარდებოდა ეს პრობლემა. თუმცა, წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ისევ ღალატობდა. საბოლოო ჯამში, მაინც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმ მომენტში რაღაცნაირად გამოვაფხიზლე ეს ტიპი. მერე ღალატის სხვა ვარიანტები გაიგო ამ გოგომ, დაშორდნენ, შერიგდნენ, მერე ისევ დაშორდნენ. ზოგადად, ღალატის თემა ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, როცა ქალი ღალატის შესახებ იგებს, თუ თავმოყვარე ადამიანია, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს, აუცილებლად მიდის. ჯობს, დროულად დაასრულო ურთიერთობა და კარგ მეგობრებად დარჩეთ. ჩემი დაქალის შემთხვევაშიც ასეა, დღეს ის და მისი ყოფილი ქმარი კარგი მეგობრები არიან.

– როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?

– სადმე მილიონიან ვილაში, დიდ აუზში, კარგად გარუჯული, ბევრი ბრილიანტითა და ბევრი შიშველი ბიჭით, რომლებიც მასაჟს გამიკეთებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ლამაზი გარემო, ლამაზი ადამიანები და სრული ნეტარება. სექსის დროსაც შეიძლება… ორგაზმის დროსაც კარგი იქნება სიცოცხლის დასრულება, ორგაზმს რომ გაჰყვები…

– რომელ დროსა და ეპოქაში ისურვებდი ცხოვრებას?

– სანამ ინტერნეტი და კომუნიკაციის ასეთი აქტიური ფორმები გაჩნდებოდა. მგონია, რომ სიყვარული მაშინ უფრო ნამდვილი და ძლიერი იყო. სანამ ამდენი ბოზი იქნებოდა სამყაროში და სექსი ასეთი მარტივი გახდებოდა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ პერიოდში. მაშინ უფრო დაფასებული იყო ქალი, დღეს ნაკლებადაა. დღეს ყველაფერმა დაკარგა ფასი. იმიტომ, რომ დღეს არსებობენ ქალები, ვისაც შეუძლიათ, ლუდზე ჰქონდეთ სექსი. როცა ასეთი ქალები არსებობენ, ვის რად უნდა კესარია ათასი მოთხოვნილებით (იცინის).

– რა არის შენი ცხოვრების მიზანი?

– მე ბედნიერებისთვის გავჩნდი, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებაა.