მამა შალვა კეკელია ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილ ლაზარეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოზარდს სტიქარი ჩააცვეს.
როგორც “პრაიმტაიმთან” სასულიერო პირი ყვება, ორშაბათს წირვაზე ლაზარემ ისტიქაროსნა.
პირველ დღეს, ორშაბათს ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ და სკოლაში მივყევი, საკლასო ოთახში მათთან ერთად შევედი. ვისაუბრეთ გარდაცვალებაზე, სიცოცხლის მნიშვნელობაზე… ჩვენთან, ეკლესიაში ყოველ დღე მოდიან.
ტაძარში უფასო მაღაზია გვაქვს, 300-კაცამდე მთელი კვირის საკვებს ვატანთ. ახლა კლასმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებს მარიტას სახელით უმასპინძლონ. ორშაბათს წირვა გვქონდა, მთელმა კლასმა ზიარება მიიღო, ლაზარემ ისტიქაროსნა წირვაზე და მისმა კლასელებმა.
ტრაგედიის დღეს, 13 ოქტომბერს ტაძარში ვიყავი. ეს ბავშვები ვაკის პარკიდან, შემთხვევის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ. მთხოვეს, მამაო, პარაკლისი გადავიხადოთ, ლაზარე და მარიტა მძიმედ არიან, ანდრიაც ცუდადააო. მათთან ურთიერთობა პირველივე დღიდან დავიწყეთ. გადავიხადეთ ჯანმრთელობის პარაკლისი…“ – იხსენებს მამა შალვა კეკელია.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.