“სიურპრიზები ნამდვილად გელით”

448

პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონის შესახებ წერს.

“ძვირფასი მეგობრებო! ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება!
ზუსტად 6 დღეში, ორშაბათს, 31 ოქტომბერს 22:00 საათზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ბრუნდება ქვეყნის მთავარი, დღემდე ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ ,,ცეკვავენ ვარკსკვლავები”!

ჩვენ, მე და Zura Pankvelashvili, წელს არხთან შეთანხმებით ჯერ შეგნებულად არ ვუშვებთ კონკრეტული მონაწილეების პრომოს, რადგან შემადგენლობის წონადობიდან (რაც დღეს ძალიან იშვიათია) გამომდინარე, გადავწყვიტეთ პირდაპირი ეთერის სიურპრიზად დაგიტივოთ. სიურპრიზები ნამდვილად გელით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს XI სეზონია ერთერთი საუკეთესო იქნება. აქვე მადლობა ჩვენს ტელეკომპანიას იმისთვის, რომ ამ პროექტისთვის არაფერს იშურებს! Maka Lomidze

ორშაბათიდან, თქვენ კვლავ დარწმუნდებით, რომ ჭეშმარიტება მაღალ სტანდარტებსა და ხარისხშია. #აქხარისხია იმ მარტივი მიზეზით, რომ #აქიმედია”, – წერს პროდიუსერი.