სალომე ღვინიაშვილმა მაკა ასათიანთან ერთად საკუთარი „ინსტაგრამის“ საშუალებით ლაივჩართვა შემოგვთავაზა, რათა ესაუბრა ახალ საქველმოქმედო წამოწყებაზე.
სალომემ დაწერა:
„ტაბითა არის წამოწყება, რომლის მიზანია, გაუმარტივოს ადამიანებს სიკეთის კეთება. გიწვევთ ჩვენს პირველ ღონისძიებაზე – Tabitha Pop-up Shop -ში, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ქართველი და უცხოელი ახალი და ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად. ღონისძიება გაიხსნება 28 ოქტომბერს, 18:00 ზე. ტაბითას მისია მთლიანად საქველმოქმედოა და მთელი შემოსავალი ირიცხება ჰოსპის ფერიცვალებაში, რომელიც უსასყიდლოდ უვლის მოხუცებს და ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
Pop-up გაიმართება სასტუმრო სტამბაში.
28-29-30 ოქტომბერი“.
სალომემ ლაივჩართვის დაწყებისას აღნიშნა, რომ როდესაც დააანონსა ლაივი მაკა ასათიანთან ერთად, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ვიდეოს ქვეშ უამრავ კომენტარს ნახავთ, სადაც მაკა ასათიანის გარეგნობას საგანგებოდ აღნიშნავენ და წერენ: „მაკა ასათიანი უბერებელი სილამაზეა…“