მომღერალი ელენე ფოჩხუა მეუღლეს გაშორდა და მასთან ჯვარის აყრასაც აპირებს. მიზეზი ქმრის მხრიდან ღალატი გახდა.
როგორც ელენე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, ყოფილი ქმრის ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა, ერთი ადამიანის გარდა…
ელენე ფოჩხუა:
„დედამთილთან და მულთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, გადასარევი. მამამთილთან კი ყველანაირი კონტაქტი შევწყვიტე და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი: მან შვილის მხარე დაიჭირა და ხელი შეუწყო, დედამთილი ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ…“