“უცებ მეუბნება: ქართველო, ხელი ხმალს იკარ!”

236

ჟურნალისტი, ქეთი ელიეშვილი ბრიუსელში მომხდარს სოციალურ ქსელში იხსენებს და წერს.

„სამი დღის წინ მინდოდა მომეყოლა, მაგრამ აქ ჩასაჯდომად არ მეცალა და დამრჩით ასე.
მოკლედ, ბრიუსელში ჩავედი თუ არა, ვიპოვე გადასარევი საყავე დილისთვის.. ხოდა, შევედი მივეცი შეკვეთა.. უცებ გამოენთო ვიღაც გოგო და ფრანგულად მეუბნება, არ გამაგიჟო ახლა და არ მითხრა, იტალიელი ვარო ( როგორც აღმოჩნდა, თვითონ იყო იტალიის სამხრეთიდან)

მეთქი, ქართველი ვარ და მაინც გასაგიჟებელია თქო..

ვაიმეო კი გავგიჟდი მართლაო და უცებ მეუბნება: ქართველო, ხელი ხმალს იკარ!
მეთქი, ბატონო?- ახლა მე გავგიჟდი
( ნუ სასაუზმოდ მოსული ხალხიც რო გაგიჟდა ჩვენს რიგრიგობით გაგიჟებაზე- ეს ცალკე ამბავია)
ქართველი ბოიფრენდი მყავდაო.. სულ ამას ამბობდაო..
და ახლა ვფიქრობ ეს გადასარევი გოგო ასეთს რას აბრაზებდა.
დედას ვფიცავარ, სიტყვას არ ვაჭარბებ“, – წერს ჟურნალისტი.No description available.