“არც მე მევასებით ელიტის უდიდესი ნაწილი, გაითვალისწინეთ – საქმის გამო გელაპარაკებით, თუ გელაპარაკებით”
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, შანტაჟის ტონს რომ გრძნობს, პირიქით იწყევს მოქცევას.
“შანტაჟის ტონს რომ ვგრძნობ, პირიქით ვიწყებ მოქცევას და გაითვალისწინეთ, მერე ნაწყენები რომ არ იყოთ.
რასაც ვიტყვი გავაკეთებ. სიმართლეს გეტყვით, არ მოგატყუებთ, ზურგს უკან არაფერს დავხლართავ – იგივე შემიძლია ვთქვა გუნდზე, რომელსაც წარმოვადგენ (ტაბულა, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ვესი).
ყველაფერში და ყოველთვის დავიცავ შეთანხმებას.
მაგრამ აი ეგო მფხანე, თორემ არ დაგელაპარაკებიზე, მაგ ეგოს თავში გირტყამთ და ბოლოს მაინც მე ვილაპარაკებ. (ეგო რომ ფიზიკურად არ არსებობს და თავში ვერავის ჩაარტყამ ფიზიკურად – ეგებ გაითვალისწინოს ფეისბუქმა და არ დამბლოკოს).
ჩემ გამო არ ხართ ამ საქმეში – საკუთარი თავების გამო ხართ და თუ შედეგი გინდათ, პატივმოყვარეობა სახლში დატოვეთ, საკუთარი ცოდნა ადეკვატურად შეაფასეთ, თქვენზე გამოცდილს და გონიერს მოუსმინეთ და შედეგის ინტერესებში იმოქმედეთ.
არც მე მევასებით ელიტის უდიდესი ნაწილი, გაითვალისწინეთ – საქმის გამო გელაპარაკებით, თუ გელაპარაკებით”, – წერს ჩერგოლეიშვილი.