ტრაგიკული 9 აპრილის ცნობილი გოგო ფოტოდან, ნანი-მარი მახარაძე 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაცია მახარაძეს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“დილა მშვიდობისა საქართველო
11 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე დავბრუნდი…
უბრალოდ ,,ჩავაბარგე,, მთელი იტალია …
ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი…
და სახლში დავბრუნდი…
ვერ გიპასუხებთ რას ვგრძნობ…
უბრალოდ შ ი ნ ვარ…
ჩემ შვილთან
ჩემ ქვეყანაში
ჩემ ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც ,,შინ,, დასაბრუნებელ გზების გავლას წლები ანდომებენ
მადლობა იტალია შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული
გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო
P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია ვიპოვი ჩემ ადგილს.თუმცა მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ”, – წერს ნანი-მარი მახარაძე.