მსახიობ, გიორგი ყიფშიძის მიმართ ბოლო დროს დიდი ინტერესია მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც მან აღნიშნა, რომ ავად არის.
„22 ნოემბერს 45 წლის ვხდები, რა ამბავია… რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა იწყებს დრო გასვლას. სკოლის ასაკში მეგონა, რომ 18 წლის ვერასოდეს გავხდებოდი. 18-ისაც გავხდი, 25-ის, 35-ის და ახლა 45 წლის ვხდები. ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ჩქარა გადის დრო.
ნუ მეტყვით ახლა, გახდიო, სარკეში ჩაიხედეთ, მინდა, გავხდები და მინდა გავსუქდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს… ეს იდიოტებისთვის ვთქვი”, – ამბობს მსახიობი.