“აქაურმა ექიმებმა ბევრი იბრძოლეს მიშიკოსთვის და ფეხი შეუნარჩუნეს – მადლობა, რომ გულთან ასე მიიტანეთ ჩემი ტრაგედია”
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ქართველი ძმები მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე ავარიაში მოყვნენ. ტრაგედიას დემეტრეს სიცოცხლე ემსხვერპლა. ბიჭების დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“მიშიკოს დაუმთავრდა დღეს პირველი ოპერაცია.
აქაურმა ექიმებმა ბევრი იბრძოლეს მიშიკოსთვის და ფეხი შეუნარჩუნეს. ჯერჯერობით მაგრად იბრძვის მიშიკო.
თქვენი ლოცვა გაიგო უფალმა და თქვენი წყალობით მიშიკო გადამირჩინა.
ყველას დიდი მადლობა, რომ გულთან ასე მიიტანეთ ჩემი ტრაგედია.
ღმერთმა კარგად და ედნიერად გიმყოფოთ თქვენი შვილები და საყვარელი ხალხი.
მადლობა და მადლობა, კეთილო ხალხო“, – წერს თეა ახალკაციშვილი.