ანა კოშაძე „შუადღის“ ბლიც შეკითხვებს პასუხობს.
ტელეწამყვანი ამხელს, რომ ახლახან სტუდენტი გახდა:
„არ მაქვს დრო… სულ გადაღებებია და თან, სამეცადინო მაქვს. 34 წლის ასაკში გავხდი სტუდენტი. იმდენად მჭირს მეცადინეობა.. ყოველ საღამოს გავშლი სამეცადინოებს, „თხა და გიგოსავით“, მოვიმარაგებ ყველაფერს, მერე ხან „ფეისბუქს“ ჩამოვსქროლავ, ხან რილსებს ვათვალიერებ და მერე დამეძინება. ვერ ვისწავლე იმდენი, რომ სხვებისთვის მესწავლებინა 34 წლის ასაკში, ამიტომ მე ვსწავლობ…“