„როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე პროფესიონალია, გადამიარეს, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე“

390

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომლითაც ის კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს მადლობას უხდის.
გიორგი ფხაკაძე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს და წერს:

„მე როცა დავწერე, რომ ნინო ნადირაძე არის პროფესიონალი, გადამიარეს (ეს კიდევ იოლად არის ნათქვამი)… მაგრამ მაინც, მტკიცედ ვიყავი და ვარ ჩემს პოზიციაზე.

ჩემი შეფასება ყოველთვის არის დაფუძნებული მტკიცებულებაზე, ნეიტრალურობაზე, პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე.

დრო გავიდა (როგორც ყოველთვის) ვინ არის მართალი?!

თავად ბატონი მიხეილი და ქალბატონი გიული ამაზე საუბრობენ.

როცა ხმამაღალ, ემოციურ განცხადებებს ვაკეთებთ, უნდა შევაფასოთ ყველა მხარე და არ უნდა ვიყოთ მიკერძოებული.

ქალბატონ ნინო ნადირაძეს, ჩემს კოლეგას, გაძლებას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.