“ვინმემ არგუმენტირებულად ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს?”

1,807

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მესენჯერის საშუალებით ქალის სექსუალურად შევიწროება ვერ წარმოუდგენია.

“ვინმემ არგუმენტირებულად ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს, ან სექსუალურად შეავიწროვოს, როცა არასასურველი მესიჯების ავტორი პირველივე მონაწერზე უბრალოდ შეგიძლია დაბლოკო და ამით დაამთავრო ყველაფერი?

ჩემი აზრით, სექსუალური შევიწროვება შესაძლებელია, როცა ადამიანს შენზე რაღაც გავლენის ბერკეტი აქვს. მაგალითად შრნი უფროსია და ამას იყენებს, ან ლექტორია და ამას იყენებს, ან სხვა რამის გამო აქვს შენზე ძალაუფლება და გავიწრივებს.

 მესენჯერში სექსის შემოთავაზება, ნუდების მოთხოვნა  და ა.შ. შევიწროვება როგორაა? ასეთ ადამაინს შეიძლება უწოდო მექალთანე, თუ ბევრ ქალს წერს, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ან რამე ასეთი, მაგრამ მოძალდე? გამარკვიეთ, გეხვეწებით.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ დროს ქალების რაღაც ნაწილი მოტოვით: “მე პატიოსან ქალს ასეთი რამ როგორ მაკადრეს”, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, და თუ მამაკაცი ცნობილია ითხოვს, მის დაქენსელებას, 

მაგრამ ეს შეურაცხყოფის გამო შურისძიება არ გამოდის?”, – წერს მერაბ მეტრეველი.