ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი პოლიციის მაიორი, ლია პარკაული გარდაიცვალა.
ემიგრანტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
სამწუხარო ინფორმაციას პარკაულის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“ლიკა, მართლა არ ვიცი, რა ვთქვა… გუშინწინ დამპირდი მალე დავბრუნდები და ისევ ისე ვიცელქოთო… გული ჩამწყვიტე…“.
“ლიკოოო! ჩემო ბდღვიალა! 2 ივნისს დაბადების დღე მოგილოცე და დიდხანს იბდღვიალეთქო და… ესაა შენი პირობა? უზომოდ მატკინე გული… ალბათ, ყველაფერს სასწაულს ვიფიქრებდი და შენს სიკვდილს-არა“.
“ეს რა დღე გათენდა, შემთხვევით შევედი ფეისბუკში და ლამის გული გამიჩერდა, ჩემი დაიკო, ლიკა პარკაულის გარდაცვალებას იუწყებიან, ღმერთო, სასუფეველი დაუმკვიდრე, ალალი, ნაღდი გულის, პროფესიონალი პოლიციელი, ბევრ ვაჟკაცს რომ სჯობდა. მხიარული, მეგობრების მოყვარული, ჩემი სტაჟიორი იყო, როცა საბურთალოს შ.ს. სამმართველოდან გადმოვიდა, ნათელი და სანთელი ჩემო ლიკა, აკი შემპირდი, ჩამოვალ გიორგევიჩ და შენი ღვინო დავლიოთო!”, – ემშვიდობებიან გარდაცვლილს ახლობლები და მეგობრები.
წყარო – “პრაიმტაიმი”