“პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი”

264

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ნუცა ავრცელებს.

“ჩემო ძვირფასებო, American Idol-ის შემდეგ, გეპატიჟებით ჩემს პირველ სოლო კონცერტზე!

30 ივნისს, ბათუმში, პირველად გავმართავ ისეთ სოლო კონცერტს, რომელზეც მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მქონოდა… გელოდებით ყველას, მიყვარხართ!“, – წერს ნუცა ბუზალაძე.