დავით ქართველიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

223

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისში რამოდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 60-იან წლებში ხრუშოვის მიერ დახურული გლინის უდაბნოს მამათა მონასტრის უკანასკნელი ბერი – 94 წლის იღუმენი ბენიამინ (სელივანოვი), რომელიც 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოში და არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, უარს აცხადებდა იბერიის დატოვებაზე.

ბოლოს ჩემს გოგონებთან ერთად აპრილში მოვინახულეთ. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი უკვდავი სული. ქართული და რუსული მართლმადიდებლობის ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა დასრულებულია…”