თორნიკე გოგრიჭიანი, ირაკლი კვირიკაძე, მეთ დეიმონი, კრის ჰემსუორთი და სხვა ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე
ნიუ იორკში Netflix-ის ფილმის Extraction 2-ის პრემიერა გაიმართა. ეს ფილმი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასში ქართველ მსახიობთა დასი მონაწილეობს.
ისინი ნიუ იორკში გამართულ პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად დაესწრნენ.
ფილმში არაერთ ქართველ მსახიობს ვიხილავთ. მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანს, დათო ბახტაძეს, ირაკლი კვირიკაძესა და სხვებს.
“ესეც Extraction 2-ის პრემიერა ნიუ იორკში. მოემზადეთ, ფილმი “ნეტფლიქსზე” 16 ივნისს გამოვა.
მადლობა AGBOfilm-ს და ჯო რუსოს, რომ შესაძლებლობა მისცეს ქართველებს, რომ ყოფილიყვნენ ამ დიდი ოჯახის ნაწილი.
მადლობას ვუხდი სემ ჰარგრეივს გენიოსს, რომ ეს გამოცდილება მოგვცეს. გარდა ამისა, მადლიერი ვარ Sarah finn casting-ის, რომ მომცა შანსი ასეთ დონეზე მეცადა და ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები ამ დონეზე გამომევლინა“, – წერს თორნიკე გოგრიჭიანი “ინსტაგრამზე”.
გულშემატკივარს ასევე ის უზიარებს პრემიერის წითელი ხალიჩიდან ფოტოებს. სხვა ვარსკვლავებთან ერთად კი მეთ დეიმონსაც ვხედავთ.