“ეს ქალი შემოყვა შშმ ბავშვებს, ეს პოლიტიკური “პროტესტი” ამ ბავშვების გამოყენებით იყო ყოვლად მიუღებელი და ამორალური”

130

“გირჩის” წევრი სანდრო რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“დღეს ამის გამო იყო ჩხუბი პარლამენტში. ოღონდ, არა ბანერის გამო. ეს ქალი შემოყვა შშმ ბავშვებს (ალბათ, მშობელი იყო). გამოფენაცაა დღეს პარლამენტში დაუნის სინდრომზე. ხო და, ეს პოლიტიკური “პროტესტი” ამ ბავშვების გამოყენებით იყო ყოვლად მიუღებელი და ამორალური. რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, რომელიც არ უნდა გადავლახოთ. არც ამ ამბის ისე გაშუქებაა სწორი, გეგონება “ქოცებს რუბლები მიაყარეს”. აშკარად სხვა რაღაც მოხდა პარლამენტში და არაფერი, რაც მოსაწონი შეიძლება ყოფილიყო.”