„გავედი და თმაში ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო“ – რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ

356

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა.

„დღეს დილის გადაცემა დასრულდა თუ არა, დაცვამ შემატყობინა, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი.

წიგნი მოგიტანე საჩუქრადო. გავედი და თმაში ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. ამის შემდეგ იყო ის, რომ პარკში დამხვდებოდა, წამეკითხა ეს წიგნი, რეალურად ნახეთ, რომ წიგნი შეიცავს საკმაოდ მძიმე სიუჟეტებს.

სავარაუდოდ, ჩემს ფიზიკურ მონაცემებთან, ან ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა, რომელიც ასე აშკარად არ გამოუხატავს. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ყოფილა”, – განაცხადა ჟურნალისტმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.