„ჩემს შვილებს ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, ვინც უფრო კარგად მომივლის, ქონებას მას მივცემ-მეთქი…“

153

ნინო ნადირაძემ გია ჯაჯანიძესთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვის უნდა დარჩეს მშობლების ქონება მისი აზრით:

„მოვაწერე ხელი ყველაფერს ჩემი ძმის სასარგებლოდ. ჩემმა დამაც იგივე გააკეთა. ჩვენში ძალიან ბევრი ჩადეს. ის, რაც მე გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა, განსაკუთრებით მამამ, არც ერთი ქონებითა და მემკვიდრეობით არ აიწონება. ჩემი ძმა პატარა იყო, როცა მამა წავიდა იმქვეყნად  და ამის მეასედის გაკეთებაც ვერ მოასწრო. ეს ქონება არც არის იმის კომპენსაცია. ჩემი ძმისთვის ვერ მოასწრო… ჩვენ შორის არასდროს არ დამდგარა ქონებრივი საკითხი… ჩემს შვილებს ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, ვინც უფრო კარგად მომივლის, ქონებას მას მივცემ-მეთქი…“