რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია

443

20 მა­ისს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო გარ­და­იც­ვა­ლა. 46 წლის კაც­მა თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე თავი ცუ­დად იგ­რძნო, ის მივ­ლი­ნე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეკი­პაჟ­მა გა­და­წყვი­ტა უახ­ლო­ეს აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, რათა კურ­ჩენ­კოს ექი­მე­ბი დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მე­დი­კო­სე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ კუ­ჩე­რენ­კოს შე­საძ­ლოა გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნო­და, რად­გან რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან და­იკ­ლო წო­ნა­ში.

ღურწკა­ი­ას ქმა­რი ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დი­ა­ნა ფეხ­ზე ძლივს იდგა. იგი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობ­და, არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ხე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად არის. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ღურწკა­ია მძი­მე მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

“ის უარს ამ­ბობს მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, არ დგე­ბა სა­წო­ლი­დან და არც უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის ზა­რებს პა­სუ­ხობს… დი­ა­ნას გვერ­დით არი­ან მისი ვაჟი და ძმა რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ეკონ­ტაქ­ტე­ბა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა დის ოჯახ­ში”, – წე­რენ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

ღურწკა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კუ­ჩე­რენ­კოს სიკ­ვდი­ლი ასე მტკივ­ნე­უ­ლად და­არ­ტყამ­და მის დას. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სა­ჯა­როდ დი­ა­ნა არა­ვის უნა­ხავს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი ახ­ლობ­ლებ­მა მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს, რათა და­ეც­ვათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან.

ღურწკა­ია ხში­რად ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლის­გან ყო­ველ­თვის დიდ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და. მისი თქმით, სწო­რედ კუ­ჩე­რენ­კომ და­არ­წმუ­ნა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­ხდა­რი­ყო დედა, რად­გან დი­ა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებ­და, გა­უმკლავ­დე­ბა თუ არა დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბებს მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. “მე უსი­ნათ­ლო ვარ და ეს ჩემი დი­აგ­ნო­ზია. არ მინ­დო­და, ბავ­შვს ჩემი ბედი გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა”, – ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.