“მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას!” – რას წერს 11 წლის მოზარდის ბიძა?

409

11 წლის მარიამი, დიდ დიღომში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

სოციალურ ქსელში მოზარდის ბიძა, აკო ახალაია პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

“ვიპოვეთ! მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი როგორ გადავიხდით ამხელა გვერდში დგომას! მადლობა ადამიანებო!”, – წერს მოზარდის ბიძა.

შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახის წევრები 16 ივნისის საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ. გაუჩინარებამდე გოგონა დიდ დიღომში მდებარე “მწვანე სკოლასთან” ნახეს.

ის 17 ივნისს გვიან ღამით იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული.