“კრიმინალია რასაც ბევრი თქვენგანი ჩადის იმის გამო , რომ ოღონდ სადმე იმღეროს”

198

მომღერალი თაკო ვადაჭკორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სალამი მეგობრებო. მომღერლების და ბენდების საყურადღებოდ მინდა დავწერო. კრიმინალია რასაც ბევრი თქვენგანი ჩადის იმის გამო , რომ ოღონდ სადმე იმღეროს. თუ საკუთარ შრომას და თავს თავად არ დააფასაებთ არც არასდროს დაგაფასებთ სხვა, მითუმეტეს დამქირავებელი. ნებისმიერ ღონისძიებაზე იმიტომ კი არ უნდა მიგიწვიონ, რომ იაფად გამოვლენ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი შემოქმედების მოსმენა სურთ. სირცხვილია საკუთარი და სხვისი შრომის ასე გაუფასურება. p.s. ამას იმიტომ არ ვწერ რომ ან როგორც სოლისტს ან ბენდს ივენთები მაკლია. უბრალოდ უკვე ხშირად მესმის აუ ისინი ძალიან ბიუჯეტურად დადიან . ანუ 2 ლარად მილიონი სეტი. არ არის ნორმალური!”