როდის აპირებენ სოფი ლორენის შვილი, კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი დაქორწინებას: რას პასუხობს მარიამი გამომწერებს

მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს და გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, მარიამი წერს, რომ ხშირად სტატიებში მას სოფი ლორენის სარძლოდ მოიხსენიებენ, სინამდვილეში კი, მის შეყვარებულს, კარლო პონტის ცოლობა მისთვის ჯერ არ უთხოვია.

„ახლახან აღმოვაჩინე, რამდენი სტატია იწერება თურმე ჩემზე და ყველგან „სოფი ლორენის სარძლოდ“ ვარ მოხსენიებული, არადა კარლოს ოფიციალურად ჯერ ხელი არ უთხოვია ჩემთვის.

და კიდევ ერთი რამ.. სადაც სიყვარულია იქ „სტატუსები“ მეორეხარისხოვანია. და თუ სამყაროს ნება იქნება, უფლის წინაშეც გახდება ჩვენი ურთიერთობა დაკანონებული. ვადებსა და საზღვრებს ნუ დავუწესებთ ადამიანები ერთმანეთს. მით უმეტეს სიყვარულში.

P.s. ამ კომენტარს იმიტომ ვაკეთებ, რომ პირადში ბევრი უცხო ადამიანი მწერს, „როდის ქორწინდებითო და ცოტა უკვე შემაწუხებელია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ“ – წერს მარიამ შარმანაშვილი.

ასევე იხილეთ