“საკუთარი ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოასხა ჩვენს სტუმრებს თავზე, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ”
ვაკეში მდებარე “ლუი კოფის” მეპატრონე ამბობს, რომ კორპუსის მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა სტუმრებს, რომლებიც სადილობდნენ, წყალი გადმოასხა. მისი თქმით, მეზობელს ადგილზე, სადაც “ლუი კოფი” მდებარეობს, თავისი კაფეს გახსნა უნდა.
“ჩვენი დევნა მეზობელი ქალბატონის მხრიდან კვლავაც გრძელდება.
დღეს, 0:30 სთ-ზე, მან საკუთარი ბინის აივნიდან ერთი ვედრო წყალი გადმოღვარა ჩვენი სტუმრების თავზე, რომლებიც ტერასაზე სადილობდნენ.
მიაქციეთ ყურადღება:
სამი მცირეწლოვანი ბავშვის იქ ყოფნამ დამნაშავე ვერ შეაჩერა.
ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან.
შესაბამისი განცხადებები უკვე შეტანილია სამართალდამცავ ორგანოებში.
სხვათა შორის, ამ ქალბატონმა ჩვენს სტუმრებს 29.05.2022 წელსაც გადმოასხა თავზე წყალი.
მართალია, განცხადება, ასევე განცხადება პოლიციელთა უმოქმედობაზე მაშინაც იქნა წარდგენილი, მაგრამ სრულიად იყო იგნორირებული – აქედან მოდის დაუსჯელობის სინდრომი.
სამართალდამცავო ორგანოებო!
ახლა მაინც აპირებთ იმოქმედოთ თუ ელოდებით, სანამ სროლას აგვიტეხენ?” -ნათქვამია “ლუი კოფის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.