პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.
მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.
“ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.
საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს”, – წერს ელისაშვილი.