“ ნუ იჭაჭებით საცოდავებო, არავის თქვენი ცემა-ტყეპა არ უნდა, ხალხს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ”

421

დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ნაცების პროგნოზით, თუ 25 000 ვაგნერელი მოსკოვს იღებდა, მაშინ ადვილად შეიძლება,
25 000-მა ქართული ოცნების ჯარისკაცმა, ჩვენი სამშობლო დავიცვათ ამ მანქურთებისგან. თითო რეგიონში სულ 2500 პატრიოტი4️⃣1️⃣👊🏻 😉
ისე გაცილებით მეტნი ვართ, მაგრამ იყოს ასე😂 ხოდა, ნუ იჭაჭებით საცოდავებო, არავის თქვენი ცემა-ტყეპა არ უნდა, ხალხს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არ დაემუქროთ და მშვიდად შეეგუეთ ადგილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა 2012 წელს მოგიჩინეს! იბრიქებით და საშველად ხვეწნა-მუდარით ჩვენ გვირეკავთ, პოლიციას აგინებთ და თუ ვინმემ ლოყაზე გიბწკინათ, ქალოიას კივილით პოლიციას სთხოვთ დახსნას. რისი თავი გაქვთ, ან ვინ აპირებს რამე გაგიტარონ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის არევა, ომი და უბედურება გინდათ საქართველოში! სახელისუფლებო რესურსი რომ გქონდათ და სადისტობდით, მაშინ გადაგახიეთ არჩევნები. ერთი სიტყვით, დაოკდით, თქვენი ხელისუფლებაში მობრუნება არასდროს მოხდება, შეეგუეთ💖”