“დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში” (ვიდეო)

491

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე გადაცემა “იმედი დღის” სტუმარი იყო, სადანც რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მას ყველა მეტად გული დასწყდა, რომ გულშემატკივრებმა ფაქტები თავიდან სხვანაირად აღიქვეს.

ჩემი ნამდვილი გულშემატკივრები ვიცი, რომ სულ ჩემ გვერდში არიან და ძალიან ვუყვარვარ. სწორედ ამიტომ ვწუხდი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ინერვიულეს. გაურკვევლობაში იყვნენ, იფიქრეს რომ რაღაც კონცერტი ჩავატარე. რეალურად ეს იყო ჩემი ქართველი მეგობრის დაბადების დღე, სადაც ვიყავი სტუმრის რანგში. მე ბევრჯერ მქონია კომერციული შემოთავაზება ამ ქვეყნიდან, თუმცა ამაზეც უარი ვთქვი.

მე ზოგადად ასეთი მეგობრობა ვიცი განსაკუთრებით მათთან, ვინც ძალიან მიყვარს. დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი,  სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში“, – ამბობს ნუცა ბუზალაზე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. ფაქტის გამო, მან ბოდიში მოიხადა.