“მაშინ, როცა ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, ისტერიული პოზირება და მყვირალა ქეიფების გასაჯაროება, არ მგონია საუკეთესო მაგალითი“
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გლოვას ვერავის დააძალებ, ჭარბი მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს – ადამიანი უცნაური არსებაა – მეც და შენც, შესაძლოა, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სხვაგან გაგვექცეს და გაგვაქციოს ფიქრმა – ამიტომაც მძულს ბრძნული მიმთითებლობა, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, ისტერიული კორორტული პოზირება და მყვირალა ქეიფების გასაჯაროება, არ მგონია საუკეთესო მაგალითი. შეიძლება ძველმოდურია ჩემი ეს შენიშვნა, მაგრამ მე მაინც ამ მოდის კაცად დარჩენა მირჩევნია“, – წერს კეკელიძე.