„სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას… განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“

175

შოვში, სტიქიის შედეგად 7 წლის ლუკა დუდაშვილის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს 161-ე სკოლა და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებლებს და სრულიად საქართველოს.

სტიქიამ იმსხვერპლა ჩვენი მეორე კლასელი მოსწავლე ლუკა დუდაშვილი…

ვუსამძიმრებთ პატარა ლუკას დამრიგებელს და კლასელებს.

სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას ამ ხანმოკლე პერიოდში.

განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.