„ისტორიას ვერ გადაწერთ, ხელნაწერი არ იწვის“ – რა „სქრინს“ აქვეყნებს ოთარ ჩრდილელი?

275

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალური ქსელის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და 2013 წლის 8 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ სიტყვას ახსენებს:

08.08.08 ისტორიას ვერ გადაწერთ.

ხელნაწერი არ იწვის.

2013-ში ერთ თარიღს გაჰყვიროდით, ხოლო:

2023-ში არ გაწყობთ და სხვას ტირაჟირებთ

P.S. 

დაგასწარი კითხვაზე პასუხი: ომი რუსეთმა დაიწყო 

მეორე კითხვაზეც სხარტად გპასუხობ: რუსეთი ოკუპანტია“ – წერს ოთარ ჩრდილელი.