“იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები… ყველა გვპატრონობდა, მოჰქონდათ წყალი თუ საკვები“
შოვში სტიქიის ადგილზე მყოფი მოხალისე, კოტე მელნიჩუკი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა…
ყოველი ლოკაციაზე შესვლის შემდეგ იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები, გამწარებული რაჭველები. შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა, მოჰქონდათ წყალი თუ საკვები, ერთმანეთს არ აცდიდნენ, ამაღამ ჩვენთან რჩებითო. უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი.
მადლობა იმ ოჯახს ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა. სულ ძალად წამოგვყარეს მიყრილები და საჭმელი გვაჭამეს.
არასდროს დამავიწყდება, რაჭველი კაცი პირდაპირი გაგებით გადაგვეკიდა, აღარ გვშორდებოდა – “ადგილობრივი ვარ ხუთი თითივით ვიცი აქაურობა და რით დაგეხმაროთ”… ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვთქვით მის გამოყოლაზე და მდინარის პირას გველოდებოდა – აბა რა გინდათო, ყავა, წყალი, საკვებიო… დღეს ჩემს სახლში უნდა დარჩეთო…
არა და დანა პირს არ გვიხსნიდა, უკვე ვემალებიდით და მაინც გვპოულობდა. ბოლოს დავაკვირდი, მარტო ჩვენ არა, ყველასთან, ყველასთან მაქსიმალურად იხარჯებოდა.
ამ პოსტით მადლობას ვუხდი ყველა რაჭველს ვინც დაგვეხმარა“, – წერს მელნიჩუკი.