წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო დაგეგმილი ქორწილი გააუქმა – რას წერს გოგო ოჯახის გადაწყვეტილების შესახებ?
რაჭის მაღალმთიან სოფელში გადასახლებულმა ახალგაზრდა ბლოგერმა, ნანა აროშიძემ 12 აგვისტოს დაგეგმილი ქორწილი გააუქმა. ამის მიზეზი რაჭაში დატრიალებული ტრაგედიაა.
„ოჯახმა დავილაპარაკეთ და რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შოვის უდიდესი ტრაგედიის გამო, 12 აგვისტოს დაგეგმილ ქორწილის ვაუქმებთ. არანაირი ზეიმი და სუფრა, დღესასწაული აღარ გვექნება.
ეს ტრაგედია 2 კვირის ან 1 თვის შემდეგაც ასეთი მწარე იქნება და იმედია, არც არასდროს დაგვავიწყდება. არც ერთ თვეში არ მექნება იმის განწყობა, ყველაფერი თავიდან ავაწყო და ყველა თავიდან დავპატიჟო.
ჯვარს მხოლოდ ოჯახის წევრების წრეში ვიწერთ. ჩემი (ემიგრანტი) დედამთილი სანამ აქ არის, გვინდა, ჯვრისწერას დაესწროს. ამდენ ხანს ზუსტად იმიტომ გვქონდა გადადებული, რომ მთელი ოჯახი ეკლესიაში ერთად ვყოფილიყავით,“ – ამბობს ახალგაზრდა ქალი.