„ბოლო სამი თვე ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე, დავკარგე დეიდაჩემი.. შოვში გარდაცვლილთა შორის იპოვეს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი“

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი ცხოვრებაში ბოლო სამ თვეში მომხდარ მძიმე ამბებზე საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო სამი თვე მის ცხოვრებაში უმძიმესი იყო, რადგან დაკარგა დეიდა.   შოვში დაღუპულთა შორის კი მისი ერთ-ერთი ყოფილი აბიტურიენტი იპოვეს.

„ბოლო სამი თვე ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე. დავკარგე დეიდაჩემი ყოველდღიური ბრძოლის მიუხედავად. ასევე ტრაგიკული იყო აგვისტოს დღეებიც, რადგან შოვში გარდაცვლილთა შორის იპოვეს ჩემი შარშანდელი აბიტურიენტი, რამაც გული ძალიან მატკინა.

ერთადერთი, რამაც ამ დღეებში ცხოვრების ხალისი დამიბრუნა იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩემი აბიტურიენტების შედეგები ბიოლოგიასა და ქიმიაში. ბიოლოგიაში ამ ბავშვებმა აიღეს პირველი ადგილი. ეს უბრალოდ საოცრებაა. როგორ შეიძლება ეს არ გაგიხარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ეროვნულებზე კარგ შედეგებს ვიღებთ, ეს მაინც ძალიან გამიხარდა,  ბავშვებს ცოდნა დაუფასდათ“. – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილი 18 წლის სამირა ისაევა  6 აგვისტოს იპოვეს.

ასევე იხილეთ