„შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო“

241

მამა-შვილს, ზურა და ლენუკა ყიფშიძეებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. ზურა და ლენუკა გარეგნულადაც ჰგვანან და ხასიათითაც.

ამჯერად ლენუკა ყიფშიძე „თბილისელებთან“ გულახდილად საუბრობს:

ზურა არასდროს ჩარეულა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, განიცდის ამ გარემოებას, მაგრამ იმდენი შვილიშვილი ჰყავს, რომ მათთან ურთიერთობაში გადააქვს ყველაფერი. არასოდეს გეტყვის, აიწყვე შენი პირადი ცხოვრება, არ დაუშვა შეცდომებიო…

ხუმრობით თუ მეტყვის, შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო.

მე კი ვეუბნები, რომ ასეთი კაცი ჩემი შვილი ნიკუშაა. თავისი ნერვიულობის მიზეზების აფიშირება არ უყვარს, ყველაფერს მსუბუქად და ხუმრობით გამოხატავს” – ამბობს ლენუკა ყიფშიძე.