“რა ესაქმება გიორგი მასურაძეს ჩემს პირად ცხოვრებასთან ან საერთოდ რა უნდა მღვდლად ჭორიკანა, ბოროტ კაცს?!”
ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო,
ამ კვირას მამა Giorgi Maisuradze-ს, რომელიც არის ჩემი თანასოფლელი, ვაჩნაძიანიდან, წირვის დროს, ვარკეთილის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს გიორგი აბაშვილის 18 ნომერში, ახალი აშენებული ეკლესია, დამპალოს სასაფლაოების წინ, ჩემზე უჭორავია.
ანუ ქადაგებაზე მამაომ გამჭორა და გამაკრიტიკა იმის გამო რომ ასაკით ჩემზე უფროსი ქმარი მყავს.
საწყენი იცით რა არის, წლების წინ ეს მამაო ასე ამბობდა ჩემზე, ჩემს ხელში გაიზარდაო და ახლა თავის ხელში გაზრდილ გოგონაზე ეკლესიაში, ქადაგების დროს განმიკითხავს!
ესეგი, ეკლესიაშიც კი ჭორაობენ.
რა ესაქმება გიორგი მასურაძეს ჩემს პირად ცხოვრებასთან? ან საერთოდ რა უნდა მღვდლად ჭორიკანა, ბოროტ კაცს?!
მამაო უნდა ასხივებდეს სიყვარულს, სითბოსა და სიკეთეს.
მარტო მე მყავს ასაკით უფროსი მეუღლე?! რას გადამეკიდეთ? რა არ გასვენებთ? რა ეშმაკი შეგიძვრათ?
ან რა თქვენი და თქვენი მრევლის გასარჩევია ჩემი პირადი ცხოვრება?! ეს ხალხიც რომ ცხვრებივით თავს უქნევენ?!
მაგას გასწავლით ქრისტიანობა? სხვას რომ განიკითხავთ წირვაზე ქადაგებისას?!
რა გინდათ თქვენ ეკლესიაში?! თქვენ ხართ ბოროტი კაცი!
გეშინოდეთ ღმერთის და კარმის, რადგან ეგ სიბოროტე თავად დაგიბრუნდებათ უკან!
მოკლედ, ამ ქვეყანაში არც მამაოსი არ უნდა გჯეროდეს ადამიანს რა!
შოკირებული ვარ!
იმის მაგივრად რომ ადამიანებს სიყვარულზე ესაუბროს, დგას და ცისნამი საყვარლიშვილზე ჭორაობს!”