მარიკუნა მიქატაძის სახლი, რომელიც საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, იყიდება. განცხადება გაყიდვების კომპანიის გვერდზეა განთავსებული.
როგორც მარიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, სახლი გაქირავებული ჰქონდა და მისი შემოსავლის წყარო იყო. ამავე დროს, მისივე თქმით, ეს სივრცე მისთვის კარგ მოგონებებთან არ ასოცირდებოდა.
სახლის საერთო ფართი 505 კვ/მ, ნაკვეთის ფართი 372 კვ/მ. სახლს აქვს 2 სართული, 10 ოთახი, 5 საძინებელი, ცალკე სამზარეულო, 4 სველი წერტილი, კარადა, გარდერობი, 2 პარკინგი, აივანი, მაღალჭერი, ფართო მუხის კიბე მე-2 სართულზე.
მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. 39 წლის ქალი საბერძნეთში 14 ივლისს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, თუმცა, სარწმუნო წყაროების ცნობით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.