“გადაცემაში არ მოვალ, ისე მკითხე რაც გინდა და ყველაფერს მოგიყვებიო“

372

ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გოგი ხარაბაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

„ჩემი ექსკლუზიური ფოტოები 

ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი ჩემი შემოქმედებითო,მეტი რაღა უნდა ვთქვაო? გადაცემაში არ მოვალ ისე მკითხე რაც გინდა და ყველაფერს მოგიყვებიო…

გოგი ხარაბაძე წავიდა -დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი“ – წერს მაკა რაზმაძე.