შოვში დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს და კოტე და მარიამ მაისურაძეებს 22 აგვისტოს დაკრძალავენ

3,078

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა:

„ვაგრძელებთ….
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
კოტე მაისურაძე;
მარიამ მაისურაძე;

გადმოსვენება – შაბათს საღამოს 19.08.2023; პანაშვიდი 20~21 აგვისტო.

მის: ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი სახლი #18.

22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.