დედა ცნობილი იყო თავისი გასაგიჟებელი კერძებით – რას იხსენებს ნანი ბრეგვაძე?

313

მომღერალ, ნანი ბრეგვაძის განცხადებით, ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვაზე ატარებს.

როგორც ცნობილია, 87 წლის ლეგენდაზე “პირველი არხი” დოკუმენტურ ფილმს იღებს; მან “პრაიმტაიმთან” ამ თემაზე ისაუბრა და თქვა – “იქ დადგმული არაფერია, როგორც ვცხოვრობ, იმას იღებენ; თუ მიიღებენ, მიიღებენ”

ნანი ბრეგვაძე: გონიოში ვარ, არაჩვეულებრივი ზღვაა, დელფინებით სავსე; სუფთა რომ არ იყოს, ხომ იცით, დელფინის ჭაჭანება არ იქნებოდა;

ზღვა მიყვარს, ვის არ უყვარს, მაგრამ მთა მირჩევნია; ადრე კარგად ვცურავდი, უკვე ვეღარ; ჩავდივარ, მაგრამ ზღვაში არ გავდივარ;

ზომიერ რუჯს ვიღებ, თეთრი არ მინდა ვიყო ზაფხულში, მაგრამ სახეზე ფერს რომ კარგავენ და შავდებიან, არ მიყვარს; უკვე ხომ ხედავთ, მსოფლიოში ცნობილი მსახიობებიც გარუჯვისგან თავს იკავებენ; ზომიერება ყველაფერში კარგია…