ხატია ბუნიათიშვილი საზოგადოებას ახალ ფოტოებს უზიარებს

297

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გერმანიაში მორიგი გასტროლისთვის ემზადება.

ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს უახლეს ფოტოებს უზიარებს და მსმენელს მიმართავს, რომ მათ მალე, სექტემბერში შეხვდება:

„მალე ბედ ვორშოფენში. 29 სექტემბერს, მალე შევხვდებით“, – წერს პიანისტი.

ხატია ბუნიათიშვილს კომენტარებში უამრავ კომპლიმენტს უწერენ და აღნიშნავენ, რომ მის კონცერტებს მოუთმენლად ელიან:

„როგორც ყოველთვის, მშვენიერი ხართ“, „საუკეთესო და ნიჭიერი პიანისტი“, „ბედნიერებას ასხივებთ“ – წერენ კომენტარებში.