Океан Ельзи-ის სოლისტმა, ბათუმში გამართულ კონცერტზე სიმღერა გიორგი ანწუხელიძეს მიუძღვნა

182

Океан Ельзи-მ, უკრაინულმა როკ-ბენდმა, 18 აგვისტოს ბათუმში კონცერტი გამართა.

ჯგუფის სოლისტმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს სიმღერა მიუძღვნა.

„დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის ნამდვილი მამაკაცია, ეს სიმღერა ეძღვნება გიორგი ანწუხელიძეს და ყველა ქართველი გმირის ხსოვნას“. – აღნიშნა  შემსრულებელმა.

18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას 39 წელი შეუსრულდებოდა.