საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ინფორმაციას კორონავირუსისა და მისი შტამების გავრცელების სტატისტიკის შესახებ.
გიორგი ფხაკაძე ამჯერად „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტის, EG.5-ის შესახებ წერს და აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ყურადღება:
„უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო EG.5 ქვეშტამის და კორონავირუსის მიმართ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.